მსოფლიო ამბები

13 Apr '17

ავსტრიელმა იოხიმ პუხნერმა კარიერა დაასრულა

ავსტრიელმა სამთო-მოთხილამურემ, სწრაფი სახეობების სპეციალისტმა იოხიმ პუხნერმა პრესკონფერენციაზე კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

პუხნერმა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასზე 100-ჯერ იასპარეზა. პოდიუმზე სამჯერ ავიდა: - სუპერგიგანტში მე-3 ადგილები 2011 წ.-ს კვიტფელში და 2011 წ.-ს ლეიქ ლუისში დაიკავა და სწრაფდაშვებაში 2011 წ.-ს ლენცეჰაიდეში მეორე ადგილზე გვაიდა.

29 წლის იოხიმ პუხნერმა თქვა: -,,99.9 % შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი. ჩემი სპორტული კარიერა ყოველთვის კარგად გამახსენდება. სამთო-სათხილამურო სპორტი ჩემი ცხოვრებაა. მინდა, რომ ამ სფეროში აქტიურად ჩართული ვიყო ისევ, მაგრამ დღეიდან ახალი ცხოვრება მეწყება.“

2015 წლის ივნისში იოხიმ პუხნერმა მუხლის ტრავმა მიიღო და 2015/16 მთელი სეზონი გაუცდა. 2016/17 წლის სეზონზე ძირითადად ევროპის თასის გათამაშების ეტაპებზე გამოდიოდა და მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო თასის ეტპაზე იასპარეზა.

2016/17 წლის სეზონის დასაწყისში ავსტრიელებმა: კლაუს კროლმა და ჯორჯ შტრაიტბერგერმა კარიერა დაასრულეს, ახლა მათ პუხნერიც შეურთდა. მომავალი წლის მსოფლიო თასის სწრაფი სახეობების შეჯიბრებებს მათი სახელები დააკლდება. მათ სამივემ ერთად თავიანთი კარიერის განმავლობაში 471 მსოფლიო თასის ეტაპზე იასპარეზეს.

მოამზადა სოფო ახმეტელმა