მსოფლიო ამბები

6 Apr '17

სარკა სტარხოვამ კარიერა დაასრულა

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ჩეხმა სარკა სტრახოვამ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

სარკა სტრახოვა ბოლო სამი წლის განმავლობაში სლალომის სახეობაში საუკეთესოთა შვიდეულში იყო. გასულ სეზონზე მან ორი საპრიზო ადგილი მოიპოვა (ზაგრებში მესამე ადგილი და სქუა ვალეში მეორე ადგილი). 32 წლის სარკა 2015 წლიდან ყველა შეჯიბრებაზე (სლალომი) საუკეთესო მოთხილამურეთა ათეულში იყო ხოლმე.

სარკა სტრახოვა სიმსივნით იყო დაავადებული, მან დაამრაცხა ეს დაავადება, პროფესიონალურ სპორტს დაუბრუნდა და ჩეხეთის სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში ყველა რეკორდი დაამყარა. ამჟამად მის ცხოვრებაში დადგა მომენტი, რომ სათხილამურო კარიერა დაასრულოს.

სარკა სტრახოვა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ტურში 15 წელი ასპარეზობდა. სარკა პოდიუმზე 17-ჯერ ავიდა, 2-ჯერ გაიმარჯვა (2008, 2009 წწ.) სარკა 9 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე (სლალომი) გამოვიდა: ორეს 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონია, სანტა კატერინა 2005 წლის ბრინჯაოს მედლის, 2009 წლის ვალ-დიზერის ვერცხლის მედლის და 2015 წლის ველი/ბევერი კრიკის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ერთად, სარკა სტრახოვას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

მოამზადა სოფო ახმეტელმა