ქართული ამბები

5 Apr '17

საქართველოს ბავშვთა სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა იტალიაში იასპარეზეს

31 მარტსა და 1 აპრილს იტალიის კურორტ აბეტონეში საერთაშორისო სათხილამუორ ფედერაციის ეგიდით ბავშვთა შორის ცნობილი შეჯიბრება - ,,პინოქიო“ ჩატარდა სამთო-სათხილამურო სპორტში, სადაც საქართველოს ბავშვთა ნაკრების წევრებმა იასპარეზეს. ჩვენი სპორტსმენები ასეთ დიდ შეჯიბრებაზე პირველად გამოვიდნენ.

შეჯიბრებაზე 30 ქყვეყნის სამთო-მოთხილამურე გამოვიდა. თითო ასაკში 70-მდე ბავშვი ასპარეზობდა.

2003-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ბაკურიანელი სანდრო ჩინჩალაძე და სვანი ირაკლი არღლიანი გამოდიოდნენ. გიგანტურ სლალომში სანდრომ 43-ე და ირაკლიმ 45-ე ადგილები დაიკავეს. სლალომში ირაკლი 37-ე ადგილზე გავიდა, სანდრო კი სამწუხარდოდ ასპარეზობას გამოეთიშა.

2001-2002 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის სლალომის შეჯიბრებაზე მაგატა ჯაფარიძემ (სვანეთი) 43-ე ადგილი დაიკავა, ბაკურიანელი ნინო კურტანიძემ კი ტრასა ვერ დაასრულა.

2001-2002 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის სლალომის შეჯიბრებაზე სვანმა სანდრო ჟორჟოლიანმა 34-ე ადგილი დაიკავა, ბაკურიანელი ლევან ბოგიშვილი კი სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა. გიგანტურ სლალომში სანდრო 45-ე და ლევანი 48-ე ადგილებზე გავიდნენ.