ქართული ამბები

2 Apr '17

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სეზონის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს

3 აპრილს სასტუმრო ,,რადისონში“ 12:00 სთ-ზე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი შეაჯამებს  განვლილ სეზონს, საქართველოს თასის ეტაპებს და ისაუბრებს იმ მიღწევებზე, რომლითაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზე.

პრესკონფერენციაზე გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სათხილამურო ფედერაციასა და კომპანია ,,ბორჯომს“ შორის. “სილქნეტთან” ერთად ეს უკვე მეორე კერძო კომპანიაა, რომელიც სათხილამურო სპორტის მხარდამჭერი გახდება.