ქართული ამბები

28 Mar '17

გუდაურში 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გაიმართა

24-26 მარტს  საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ,  სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს,  გენერალურ სპონსორ ,,სილქნეტის“ , კომპანია ,,ბორჯომისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით,  გუდაურში  2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გამართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ბავშვთა ნაკრებმა გუნდებმა, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენებმა.

გამარჯვებულები სამ ასაკობრივ  ჯგუფში გამოვლინდნენ:

24 მარტს სლალომში გოგონათა შორის ჩემპიონები გახდნენ: ნატა მეხეშიძე (ხულო) (2003-2004 წ.), მაგატა ჯაფარიძე (სვანეთი) (2001-2002 წ.) და უფროს ასაკში  - თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი).

ვაჟთა შორის გაიმარჯვეს: სანდრო ჩინჩალაძემ (ბაკურიანი) (2003-2004 წ.), ლევან ბოგიშვილმა (ბაკურიანი) (2001-2002 წ.) და უფროს ასაკში გოგა ოგბაიძემ (გუდაური).

26 მარტს გიგანტური სლალომში გოგონათა შორის პირველი ადგილები: მარი ჩოგაძემ (აჭარა) (2003-2004 წ.), მაგატა ჯაფარიძემ (სვანეთი) (2001-2002 წ.) და უფორს ასაკში თამარ ბარბარიანმა (გუდაური) დაიკავეს.

ვაჟთა შორის გიგანტურ სლალომში ჩემპიონები გახდნენ: ირაკლი არღვლიანი (სვანეთი) (2003-2004 წ.), სანდრო ჟორჟოლიანი (სვანეთი) (2001-2001 წ.) და უფროს ასაკში გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი).

27 მარტს ძალიან ცუდი ამინდი იყო, ნისლისა და თოვის გამო 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების მეხუთე ეტაპი გაუქმდა.

ამით დასრულდა 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშება. 2017 წლის საქართველოს თასის მფლობელების დაჯილდოება ე. წ. ,,ხიჟინის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები ზამთრის განმავლობაში ძირითადად ევროპაში იმყოფებოდნენ. ჩვენმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებსა და სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს, ამის გამო საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე რეგულარულად ვერ გამოდიოდნენ. 2017 წლის საქართველოს თასის მფლობელები კი გუდაურის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები გახდნენ.

 2017 წლის საქართველოს თასის მფლობელები (სლალომი და გიგანტური სლალომი):

გოგონები 2003-2004 წ.:

1. მარი ჩოგაძე (აჭარა).

2. ნატა მეხეშიძე (აჭარა).

3. თეონა ჯორბენაძე (აჭარა).

გოგონები 2001-2002 წ.:

1. ნინო კურტანიძე (ბაკურიანი).

2. მაგატა ჯაფარიძე (სვანეთი).

3. ანა მაზმიშვილი (ბაკურიანი).

უფროსი გოგონები:

1.თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი).

2.ანა ჩართოლანი (სვანეთი).

3. ნინო გელაძე (აჭარა).

ვაჟები 2003-2004 წ.:

1.ირაკლი არღვლიანი (სვანეთი).

2.სანდრო ჩინჩალაძე (ბაკურიანი).

3.ლუკა ჯაფარიძე (სვანეთი).

ვაჟები 2001-2002 წ.

1.სანდრო ჟორჟოლიანი (სვანეთი).

2.ლევან ბოგიშვილი (ბაკურიანი).

3.გიორგი აბრამაშვილი (ბაკურიანი).

უფროსი ვაჟები:

1.ანზორ ჯაფარიძე (სვანეთი).

2.ლაშა მეხეშიძე (აჭარა).

3.გოჩა ჯორბენაძე (აჭარა).

 ჩემპიონები მთელი ზამთრის განმავლობაში ,,NATIONAL GEOGRAPHIC  საქართველოს“  ჟურნალებით ჯილდოვდებოდნენ. ,,NATIONAL GEOGRAPHIC საქართველოს“  ორგანიზებით გადამწვარ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში წლის თასის მფლობელები  (სამივე ასაკის 18 პრიზიორი) სახელობის ხეები დაირგვება.

უმცროსი ასაკის გამარჯვებული გოგონა და ვაჟი ტრადიციულად გურამ გირგვლიანმა სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ფონდიდან ფულადი პრიზით დააჯილდოვა.

სრული შედეგები იხ. http://gsf.ge/ge/node/255