ქართული ამბები

26 Mar '17

სოსო ჯაფარიძემ და ლაშა კურტანიძემ მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს

25 მარტს სლოვენიის კურორტ კრავეცში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სამთო-სათხილამურო სპორტში - შეჯიბრება გიგანტური-სლალომი გაიმართა, სადაც სოსო ჯაფარიძემ და ლაშა კურტანიძემ იასპარეზეს.

სოსომ მე-15 და ლაშამ 27-ე ადგილები დაიკავეს. ჩვენმა სპორტსმენებმა ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს. შეჯიბრებაში 10 ქყვეყნის 70 სპორტსმენი ასპარეზობდა.

სოსოს და ლაშას ვულოცავთ წარმატებას!