ქართული ამბები

22 Mar '17

ქართველმა ვაჟმა სამთო-მოთხილამურეებმა სლოვენიაში იასპარეზეს

20-21 მარტს სლოვენიის კურორტ როგლაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით შეჯიბრება - ორი სლალომი ჩატარდა, სადაც საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა იასპარეზეს. შეჯიბრებაში 12 ქყვეყნის 115 სპორტსმენი ასპარეზობდა.

პირველ დღეს ალექსი ბენიაიძემ 33-ე და სოსო ჯაფარიძემ 42-ე ადგილები დაიკავეს. იასონ აბრამაშვილი და ბესარიონ ჯაფარიძე სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშნენ.

მეორე სლალომის შეჯიბრებაზე იასონ აბრამაშვილი 29-ე და ალექსი ბენიაიძე 30-ე ადგილებზე გავიდნენ. სამწუხაროდ სოსო ჯაფარიძე პირველ ცდაში გამოვარდა, ხოლო ლაშა კურტანიძე ასპარეზობას მეორე ცდაში გამოეთიშა.

ჩვენს მოთხილამურეებს შემდეგი შეჯიბრება ისევ სლოვენიაში ექნებათ, კურორტ კრვავეცში.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!