ქართული ამბები

16 Mar '17

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები ევროპაში გაემგზავრა

დღეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: იასონ აბრამაშვილი, სოსო ჯაფარიძე, ბესარიონ ჯაფარიძე და ლაშა კურტანიძე, თავიანთ მწვრთნელთან - ვახტანგ თედიაშვილთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრნენ. რამდენიმე დღეში მათ ალექსი ბენიაიძეც შეუერთდება.

20 მარტიდან 2 აპრილამდე სლოვენიაში, ხორვატიასა და ბულგარეთში საერთაშორისო სათხილამური ფედერაციის ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრებები გაიმართება, სადაც ჩვენი სპორტმენები იასპარეზებენ.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!