ქართული ამბები

13 Mar '17

იტალიაში ნინო წიკლაური მეორე ადგილზე გავიდა

12 მარტს იტალიის კურორტ პასო სან პელეგრინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სამთო-სათხილამურო სპორტში - გიგანტური სლალომი ჩატარდა.

ნინო წიკლაურმა 11 ქვეყნის 100 მონაწილეს შორის მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრება გერმანელმა კაროლინ ლიპერტიმ მოიგო, ნინომ მასთან მხოლოდ +0.32 წმ. წააგო.

ნინოს ვულოცავთ წარმატებას!