ქართული ამბები

8 Mar '17

თურქეთში ქართველმა სამთო-მოთხილამურეებმა წარმატებას მიაღწიეს

დღეს თურქეთის კურორტ ბურსა/ულუდაგში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ბავშვთა შორის გიგანტური სლალომი გაიმართა.

2001-2002 წწ.-ში დაბადებულ ვაჟთა შორის სანდრო ჟორჟოლიანმა გაიმარჯვა, ამავე ასაკის გოგონათა შორის კი მაგატა ჯაფარიძემ მესამე ადგილი დაიკავა.

ჩვენს სპორტსმენებს ვულოცავთ წარმატებას!