მსოფლიო ამბები

6 Mar '17

სოფია გოჯამ პირველი გამარჯვება მოიპოვა

4-5 მარტს კორეის კურორტ იონგსიონში ქალთა მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები გაიმართა.

პირველ დღეს სწრაფდაშვებაში გამარჯვება იტალიელმა - სოფია გოჯამ თავის კარიერის განმავლობში პირველად მოიპოვა, მან მხოლოდ +0.07 წმ. მოუგო ამერიკელ ლინდსი ვონს, რომელიც მანამდე ლიდერობდა. მესამე ადგილზე კი სლოვენიელი ილკა შტუჰეცი გავიდა (+0.23 წმ.).

სუპერგიგანტშიც სოფია გოჯამ გაიმარჯვა და საუკეთესო სამეული ისევ ისე გადანაწილდა. ლინდსიმ მასთნ მხოლოდ +0.04 წმ. წააგო, ილკა შტუჰეცმა კი +0.51 წმ.

სოფია გოჯამ განაცხადა: -,,დიდებულად ვგრძნობ თავს, ვონი - სწრაფი სახეობის დედოფალია, შტუჰეცი მსოფლიო ჩემპიონი. გავიმარჯვე და დიდებულია. სუპერგიგანტი წელს ჩემთვის რთული იყო. ვერ ვიპოვე სწორი ბალანსი. აქ კი ვეცადე სწორად მესრიალა და შევძელი კიდეც.“

ქალთა შემდეგი შეჯიბრებები 10-11 მარტს სქოა ვალეში გაიმართება.

მაომზადა სოფო ახმეტელმა