მსოფლიო ამბები

6 Mar '17

მარსელ ჰირშერმა დიდი მსოფლიო თასი მეექვსედ მოიპოვა

4-5 მარტს სლოვენიის კურორტ კრანსკა გორაში ვაჟთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომი და სლალომი ჩატარდა. გიგანტურ სლალომში ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ლაიფ კრისტიან ჰაუგენი გავიდა და შვედმა მატს ოლსონმა მესამე ადგილი დაიკავა.

5 მარტს სლალომი ავსტრიელმა მიხაელ მატმა მოიგო, ეს გამარჯვება მატისთვის პირველია. მეორე ადგილი იტალიელმა სტეფანო გროსმა დაიკავა და მესამე ადგილს ფელიქს ნოიროიტერი დასჯერდა. ჰირშერმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

ამ შეჯიბრების დასრულების შემდეგ საერთო ჩათვლაში ჰირშერმა იმდენი სხვაობით გაუსწრო კონკურენტებს, რომ დიდი მსოფლიო თასი მეექვედ მოიპოვა, ასევე 2017 წლის სლალომისა და გიგანტური სლალომის მცირე თასების მფლობელიც თვითონვე გახდა. სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ სპორტსმენმა ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა დიდი მსოფლიო თასი.

მარსელ ჰირშერმა გიგანტურ სლალომში ალექსის პინტუროს 196  ქულით გაუსწრო. სლალომში ჰირშერს ამჟამად 633 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ ჰენრიკ კრისოტეფერსენს კი 575. საერთო ჩათვლაში მარსელ ჰირშერს 1425 ქულა აქვს, კეტილ იანსრუდს კი მხოლოდ 871 ქულა და მეორე ადგილზეა.

მარსელ ჰირშერმა თქვა: -,,გულახდილად რომ გითხრათ, ეს უკვე ნამეტანია. ვცდილობ ემოციები შევიკავო, ძალიან მადლობელი ვარ ყველასი. რამდენიმე საათი დამჭირდება ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. საოცარია, 6 მსოფლიო თასი ზედიზედ. ეს რეკორდია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ჩემს მეგობარ გოგონას - ლაურას, ჩემს ოჯახის წევრებსა და ჩემს გუნდს, ისინი საოცარი ადამიანები არიან.“

ფინალური ეტაპები კი ასპენში (ამერიკა) 15 მარტს დაიწყება და 19 მარტს  2017 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დასრულდება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა