მსოფლიო ამბები

19 Feb '17

იასონ აბრამაშვილი სლალომში საუკეთესო ორმოც მოთხილამურეს შორისაა

დღეს სანტ-მორიცში ვაჟთა შორის სლალომი გაიმართა. იასონ აბრამაშვილმა 100 მონაწილეს შორის მე-40 ადგილი დაიკავა. იასონი პირველი ცდის შემდეგ 50-ე ადგილზე იყო, ორი ცდის ჯამში კი მან წინა ათ მონაწილეს მოუგო და საბოლოოდ მეორმოცე ადგილზე გავიდა.

შეჯიბრება ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიგო, მეორე ადგილზეც ავსტრიელი მანუელ ფელერი გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი გახდა. მარსელ ჰირშერმა თავის კარიერის განმავლობაში მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა.