მსოფლიო ამბები

19 Feb '17

სანტ-მორიცში ნინო წიკლაურმა სლალომის შეჯიბრებაზე იასპარეზა

18 თებერვალს სანტ-მორიცში ქალთა სლალომი გაიმართა, სადაც ნინო წიკლაურმა იასპარეზა. ნინომ პირველი ცდის კვალიფიკაცია გაიარა და საბოლოოდ 94 მონაწილეს შორის 46-ე ადგილი დაიკავა.

ნინო წიკლაურმა თქვა: -,,ტრასა ძალიან დახურული, თოვლი კი ძალიან გაყინული იყო, განსაკუთრებით მეორე ცდაში. საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ, 46-ე ადგილი ჩემთვის ცუდი არაა, მაგრამ სრიალით არ ვარ კმაყოფილი, ბევრი და დიდი შეცდომები დავუშვი. უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა.“

შეჯიბრება ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა დიდი უპირატესობით მოიგო, მან შვეიცარიელ ვენდი ჰოლდნერს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა +1.64 წმ. მოუგო.  ბრინჯაოს მედლის მფლობელი შვედი ფრიდა ჰანსდოთერი გახდა, მან გამარჯვებულთან +1.75 წმ. წააგო. მიკაელა შიფრინი მსოფლიო ჩემპიონი სლალომში მესამედ გახდა.

სოფო ახმეტელი