ტესა ვორლი გიგანტურ სლალომში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია
16 თებერვალს სანტ-მორიცში ქალთა გიგანტური სლალომი გაიმართა, სადაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრი - ნინო წიკლაური ასპარეზობდა. ნინომ, სამწუხაროდ, პირველი ცდის შემდეგ კვალიფიკაცია ვერ გაიარა, მას მეორე ცდაზე მოსახვედრად მხოლოდ +0.01 წმ. დააკლდა. ხვალ, 17 თებერვალს, სლალომის საკვალიფიკაციო შეჯიბრება ჩატარდება, სადაც ნინო იასპარეზებს.
წარმატებას ვუსურვებთ ნინოს!
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი გიგნტურ სლალომში ფრანგი ტესა ვორლი გახდა, ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა მასთან +0.34 წმ. წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი იტალიელი სოფია გოჯა გახდა, მან გამარჯვებულთან +0.74 წმ. წააგო.
ტესა ვორლიმ თქვა: -,,დაუჯერებელია, მთელი წელი თავდაუზოგავად ვმუშაობდი და ამასთანავე პაციენტიც ვიყავი. ვიცოდი, რომ თუ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებდი, ჩემი დღე იქნებოდა და ამიტომ ფოკუსირება ოქროს მედალზე გავაკეთე.“
მოამზადა სოფო ახმეტელმა