მსოფლიო ამბები

13 Feb '17

ვენდი ჰოლდნერი და ილკა შტუჰეცი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონები არიან

10 თებერვალს სანტ-მორიცში ქალთა სამთო-კომბინაცია გაიმართა.

სწრაფდაშვების შემდეგ იტალიელი სოფია გოჯა ლიდერობდა, მეორე და მესამე ადგილებზე სლოვენიელი ილკა შტუჰეცი და შვეიცარიელი ლარა გუთი იყვნენ. სლალომის შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ლიდერი სოფია გოჟა და ილკა შტუჰეცი გამოვარდნენ, ლარა გუთმა სლალომის ვარჯიშის დროს სამწუხაროდ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და შეჯიბრებაზე ვეღარ გამოვიდა. 2017 წლის სანტ-მორიცის სამთო-კომბინაციის ჩემპიონი შვეიცარიელი ვენდი ჰოლდნერი გახდა, ვერცხლის მედალი ასევე შვეიცარიელმა მიშელ გისინმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ავსტრიელ მიხაელა კირგასერს ერგო.

12 თებერვალს კი სწრაფდაშვება გაიმართა. 25 წლის ილკა შტუჰეცმა თავის კარიერის განმავლობაში პირველად ოქროს მედალი მოიპოვა, ავსტრიელი სტეფანი ვენიერმა ვერცხლის მედალი მოიგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამერიკელი, ტიტულოვანი ლინდის ვონი გახდა. ლინდსიმ მეორე ადგილთან მხოლოდ +0.05 წმ. წააგო. ილკამ კი მეორე ადგილზე გასულ ვენიერს +0.40 წმ. მოუგო.

მოამზადა სოფო ახმეტელმა