მსოფლიო ამბები

9 Feb '17

ერიკ გუე მსოფლიო ჩემპიონია სუპერგიგანტში

8 თებერვალს სანტ-მორიცში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვაჟთა სუპერგიგანტი გაიმართა. ეს შეჯიბრებაც, როგორც ქალთა სუპერგიგანტი, მოულოდნელობით აღსავსე იყო.

ღრუბლიანი ამინდი და შესაბამისად მხედველობაც ცუდი იყო. ტრასაც საკმაოდ რთული, სამი დიდი ტრამპლინით. 35 წლის კანადელი ერიკ გუეის დრო საუკეთესო აღმოჩნდა, მან მეორე ადგილზე გასულ, ფავორიტ, ნორვეგუელ კეტილ იანსრუდს +0.45 წმ. მოუგო, მესამე ადგილზე ნორვეგიელი ალექსანდრ ამოდტ კილდე იყო, სანამ 26-ე ნომრით 32 წლის კანადელი მანუელ ოსბორნ პარადისი არ წამოვიდა, მანუელმა კილდეს მხოლოდ +0.03 წმ. მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ერიკ გუე მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა. 2011 წელს გარმიშ-პარტერკირხენის (გერმანია) სწრაფდაშვებაში ოქროს მედალი მოიპოვა. დეკემბერში ვალ-გარდენას სუპერგიგანტში მესამე ადგილი დაიკავა. კეტილი იყო მოგების ერთ-ერთი რეალური ფავორიტი. იგი ოქროს მედლის მოპოვებისთვის იბრძოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. იანსრუდმა ორი წლის წინ ველი/ბევერი კრიკში სამთო-კომბინაციის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 დღეს სწრაფდაშვების ოფიციალური ვარჯიშები ჩატარდება, 10 თებერვალს კი ქალთა სამთო-კომბინაცია გაიმართება.

სოფო ახმეტელი