მსოფლიო ამბები

7 Feb '17

სუპერგიგანტში მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლ შმიდჰოფერი გახდა

დღეს, 7 თებერვალს სანტ-მორიცში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეჯიბრება - ქალთა სუპერგიგანტი ჩატარდა.

ყველასგან მოულოდნელად ჩემპიონი ავსტრიელი ნიკოლ შმიდჰოფერი გახდა, მეორე ადგილი ლიხტენშტეინელმა ტინა ვაირატერმა დაიკავა, მან +0.33 წმ. წააგო გამარჯვებულთან, ამ სახეობის ლიდერი - შვეიცარიელი ლარა გუთი მესამე ადგილზე გავიდა, მან ტინასთან მხოლოდ +0.03 წმ. წააგო.

ფავორიტებმა - ამერიკელმა ლინდსი ვონმა და ავსტრიელმა ანა ვაითმა შეცდომა დაუშვეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.

ხვალ ვაჟთა სუპერგიგანტი გაიმართება.

სოფო ახმეტელი