მსოფლიო ამბები

18 იან '17

ვენგენში ნილს ჰინტერმენმა და ჰენრიკ კრისტოფერსენმა გაიმარჯვეს

13-15 იანვარს ვაჟთა მსოფლიო თასის გათამაშებას შვეიცარიის ცნობილმა კურორტმა - ვენგენმა უმასპინძლა. წელს მსოფლიო თასის გათამაშების 50 წლის იუბილეა. ვენგენის ცნობილ - ლაუბერჰორნის ტრასაზე პირველი მსოფლიო თასის ეტაპი 1967 წელს ჩატარდა, მაშინ ჩემპიონი ლეგენდარული ფრანგი ჟან კლოდ კილი გახდა.

წელს სამწუხაროდ ძლიერი ქარის გამო სწრაფდაშვების ოფიციალური ვარჯიში და სწრაფდაშვების შეჯიბრება გაუქმდა. სამთო კომბინაცია და სლალომი კი ჩატარდა.

სამთო კომბინაცია შვეიცარიელმა ნილს ჰინტერმანმა მოიგო, მეორე ადგილზე ფრანგი მაქსენს მურატო გავიდა და მესამე ადგილს ავსტრიელი ფრედერიკ ბერტოლდი დასჯერდა. ნილს ჰინტერმანმა თავის კარიერაში პირველად გაიმარჯვა.

სლალომში ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი ისევ დაუმარცხებელი აღმოჩნდა, მასთან ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მხოლოდ +0.15 წმ. წააგო და მეორე ადგილი დაიკავა, გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა გამარჯვებულთან +0.63 წმ. წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

შემდეგი ეტაპები 20-22 იანვარს კიცბუელში გაიმართება.

სოფო ახმეტელი