მსოფლიო ამბები

28 დეკ '16

სანტა კატერინაში კეტილ იანრუდმა გაიმარჯვა

27 დეკემბერს იტალიის ლამაზ კურორტ სანტა კატერინაში ვაჟთა მსოფლიო თასის სუპერგიგანტის ეტაპი ჩატარდა. ნორვეგიელი კეტილ იანსრუდის დრო საუკეთესო აღმოჩნდა, მეორე ადგილზე ავსტრიელი ჰანეს რაიხელტი გავიდა, რომელმაც გამარჯვებულთან  +0.60 წმ. წააგო, იტალიელმა დომინიკ პარისმა მესამე ადგილი დაიკავა და +0.05 წმ. წააგო მეორე ადგილთან.

კეტილმა ზედიზედ მესამე სუპერგიგანტი მოიგო. იგი პირველი სამთო-მოთხილამურეა, რომელმაც სეზონის დაწყებიდან პირველ სამ სუპერგიგანტში გაიმარჯვა.

კეტილ იანსრუდმა თქვა: -,,საოცრად კარგად ვგრძნობ თავს, რა ვთქვა არ ვიცი, მოგებას ვერასდროს გათვლი. ამ სეზონზე თავდაჯერებულად ვსრიალებ. სრიალით სიამოვნებას ვიღებ და იმედია ასე გავაგრძელებ.“

დღეს ძლიერი ქარის გამო სწრაფდაშვება გაუქმდა.

საერთო ჩათვლაში მარსელ ჰირშერი 633 ქულით ლიდერობს, კეტილ იანსრუდი 482 ქულით მეორე ადგილზეა,  მესამე ადგილს ჰენრიკ კრისტოფერსენი ინარჩუნებს.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.