მსოფლიო ამბები

12 დეკ '16

ვალ დიზერში ჩემპიონები გახდნენ ალექსის პინტურო და ჰენრიკ კრისტოფერსენი

10-11 დეკემბერს სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები ისევ საფრანგეთის კურორტ ვალ დიზერში გაიმართა. გიგანტური სლალომი ფრანგმა ალექსის პინტურომ მოიგო, ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მასთან +0.33 წმ. წააგო და მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი გავიდა და მოგებულთან +1.50 წმ. წააგო.

ალექსი პინტურომ შეჯიბრებამდე ხელი იტკინა. მან თქვა: -,,პირველად მსოფლიო თასის ეტაპი (სლალომი) ვალ დიზერში მოვიგე. მას შემდეგ აქ სულ ვიმარჯვებ ხოლმე. გახარებული ვარ, რომ კიდევ მოვიგე. თბილი ამინდის გამო ასპარეზობა რთული იყო. ხელი მტკიოდა, მაგრამ ადრენალინმა ტკივილი გადაფარა.“

სლალომში კი ჩემპიონი ჰენრიკ კრისტოფერსენი გახდა, მან მეორე ადგილზე გასულ მარსელ ჰირშერს +0.75 წმ. მოუგო, მესამე ადგილი კი რუსმა ალექსანდრე ხოროშილოვმა დაიკავა, მან გამარჯვებულთან მან +1.92 წმ. წააგო.

ჰენრიკ კრისტოფერსენმა განაცხადა: -,,კარგი შეგრძნებაა, ეს შედეგი ძალიან სასიხარულოა. იმედი მაქვს კარგ სრიალს გავაგრძელებ.“

 

კრისტოფერსენს ნორვეგიის სათხილამურო ფედერაციასთან პრობლები ჰქონდა და ამის გამო მსოფლიო თასის ეტაპებზე არ გამოდიოდა.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები 18-19 დეკემბერს ალტა ბადიაში ჩატარდება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.