მსოფლიო ამბები

28 ნოე '16

ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ტექნიკური სახეობები კილინგტონში ჩატარდა

26-27 ნოემბერს ქალთა სამთო-სათხილმურო მსოფლიო თასის ეტაპები: გიგანტური სლალომი და სლალომი ამერიკის კურორტ კილინგტონში გაიმართა.

გიგანტური სლალომი ფრანგმა, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონმა - ტესა ვორლიმ მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ნინა ლოსეტი გავიდა, მან +0.80 წმ. წააგო, მესამე ადგილი კი იტალიელმა სოფია გოჯამ დაიკავა (+1.11 წმ.) სოფიას კარიერაში ეს პირველი პოდიუმია.

ტესა ვორლიმ თქვა: -,,ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმის შემდეგ რთული იყო თავდაჯერებულობის დაბრუნება, ახლა კი ყველაფერი კარგადაა, ჩემი მასქიმუმი გავაკეთე.“

მეორე დღეს სლალომში ამერიკელი მიკაელა შიფრინი კვლავ დაუმარცხებელი აღმოჩნდა, მეორე ადგილზე სლოვაკი, ვეტერანი ვერონიკა ველეც ზუზულოვა გავიდა, მან შიფრინთან 0.73 წმ. წააგო, მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა დაიკავა (+0.86 წმ.).

მიკაელამ თავის კარიერაში 22-ე ეტაპი მოიგო. მან ახლახანს სკოლაც დაამთავრა. მიკაელამ განაცხადა: -,,მთელი ძალები დავხარჯე. სლალომი რახან კარგად გამომდის, აქ მოგების შანსი მქონდა და ეს შევძელი. გიგანტური სლალომის მოგებაც ასევე ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. საოცრებაა, 16 000 მაყურებელი იყო და ეს ძალიან მაგარია.“

სწრაფი სახეობების ეტაპები ლეიქ ლუისში შემდეგ შაბათ-კვირას გაიმართება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა