მსოფლიო ამბები

17 ნოე '16

ლინდსი ვონმა ხელი მოიტეხა

ამერიკის სამთო კურორტ კოპერ მაუნთინში  ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ლინდსი ვონი  სწრაფი სახეობის ვარჯიშის დროს დაეცა და ხელი მოიტეხა. 10 ნოემბერს ქალაქ ველში მას ოპერაცია გაუკეთეს.

ლინდსი ვონმა თქვა: -,,სამწუხაროა, რომ ხელი მოვიტეხე, მაგრამ მუხლები კარგად მაქვს და როგორც კი შევძლებ სრიალს, სათხილამურო ტრასებს დავუბრუნდები!“

მოამზადა სოფო ახმეტელმა.