მსოფლიო ამბები

11 ნოე '16

ევა მარია ბრემმა ფეხი მოიტეხა

ერთი კვირის წინ ფინეთის კურორტ ლევიში სლალომის ვარჯიშის დროს ავსტრიელმა ევა მარიამ ბრემმა ჯოხს ფეხი წამოსდო, დაეცა და წვივის ძვალი მოიტეხა.

ავსტრიის ნაკრების ექიმმა კრისტიან ჰოსერმა თქვა: -,,ორივი წვრილი და მსხვილი წვივის ძვლები მოტეხილია, ამიტომ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ბრემი 4-6 კვირაში კარგად იქნება.“

სამწუხაროდ, შარშანდელი სეზონის გიგანტური სლალომის თასის მფლობელს წლევანდელ სეზონზე ვეღარ ვიხილავთ.

ზოლდენში გიგანტურ სლალომში 26-ე ადგილი დაიკავა. ერთი კვირის წინ იგი დააჯილდოვეს ავსტრიის ,,წლის ქალ სპორტსმენად“.

ვუსურვებთ  ევა მარია ბრემს  მალე გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიური  - 2017-2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში კვლავ ვიხილავთ.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.