მსოფლიო ამბები

1 ნოე '16

სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშება 50 წლისაა

2016-2017 წლის სეზონი სამთო-სათხილმაურო სპორტში საიუბილეოა. სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშება 50 წლისაა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია ამ იუბილეს აღნიშნავს იმით, რომ ზამთრის განმავლობაში კვირაში ერთხელ  მსოფლიო თასის დიდებულ წარსულსა და დაუვიწყარ მომენტებს გაიხსნებს.

ყველაფერი 1966 წელს ჩილეს კურორტ პორტილოში დაიწყო, როდესაც ერთ სამეგობროს იდეა გაუჩნდა, რომ ყოველწლიურად სხვადასხვა სამთო კურორტებზე, სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ჩაეტარებინათ და ტურში გამარჯვებული გამოევლინათ. 1967 წლის 5 იანვარს გერმანიის ცნობილ კურორტზე - ბერდესგადენში პირველი შეჯიბრება ჩატარდა და ამით დაიწყო მსოფლიო თასის ტურის ისტორია.

პირველი მსოფლიო თასი ცნობილმა  ფრანგმა მოთხილამურემ - ჟან-კლოდ კილიმ მოიგო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხუთი დიდი თასი კი ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიპოვა. აღსანიშნავია ამერიკელი ლინდსი ვონის მიღწევა, რომელითაც იგი შვედი ინგემარ სტენმარკის რეკორდს (მსოფლიო თასის ეტაპების მოგების რაოდენობით) მიუახლოვდა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია  ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში განვლილ  საინტერესო და შთამბეჭდავ ფაქტებს გაიხსენებს.

შეჯიბრების ორგანიზატორები, ნახევარი საუკუნის მსოფლიო თასის ტურის ამაღელვებელ იუბილეს იზეიმებენ. თითოეულ კორორტზე, სადაც მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება, იუბილე  საზეიმო ვითარებაში აღინიშნება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.