მსოფლიო ამბები

6 ოქტ '16

2017 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატი

2017 წლის თებერვალში შვეიცარიის  ცნობილ კურორტ  სანტ-მორიცში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში.

დიდ შეჯიბრებებამდე  რამდენიმე თვით ადრე  fis-ის მიერ ტრასის შემოწმება ტარდება ხოლმე.

2016 წლის 25-28  სექტემბერს საერთაშორისო სათხილამურო ფედარაციის საშეჯიბრო დირექტორებმა - ატლე სკარდალმა და მარკუს ვალდნერმა, თავიანთ ტექნიკურ გუნდთან, 2017 წლის სანტ-მორიცის სპორტულ მენეჯმენტთან და შვეიცარიის ტელევიზიების (SRG-DRS) გუნდებთან ერთად,  ქალთა და ვაჟთა საშეჯიბრო ტრასები დაათვალიერეს.

ტრასების შემოწმებამ პოზიტიურად ჩაიარა. სანტ-მორიცის ტრასებმა ოფიციალური თანხმობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის.

ატლე სკარდალმა თქვა: -,,სანტ-მორიცში ტრადიციულად  ქალთა მსოფლიო თასის ეტაპები ტარდება ხოლმე, ახლა კი ჩვენ ფოკუსირებას მსოფლიო ჩემპიონატზე ვაკეთებთ. შარშან აქაური ტრასები ვაჟებმაც მოსინჯეს. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, რომ თებერვალს დაველოდოთ.“

 2017 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატამდე 130 დღე რჩება. ორგანიზატორებმა და FIS-ის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს და შეამოწმეს ფინიშის ადგილები, ცერემონიის ადგილი და პრეს-ობიექტები.

FIS-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანკო კასპერმა განაცხადა: -,,ორგანიზატორებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველაფერი საოცრად კარგად მოამზადეს. მოხარული ვარ, რომ რეგიონი  ჩემპიონატს გულშემატკივრობს. ჩემი მშობლიური ქალაქი კი მსოფლიოს უმასპინძლებს.“

FIS-ის გენერელურმა მდივანმა - სარა ლევისმა თქვა: -,,ორგანიზატორებმა 5 წლის განმავლობაში ისე კარგად იმუშავეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარონ. სანტ-მორიცი თებერვალში მსოფლიოს სამთო-სათხილამურო საზოგადოების მისაღებად მზად არის და როგორც შეგვპირდნენ, საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებენ.“

2017 წლის სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიო ჩემპიონატი 6 თებერვლიდან 19 თებერვლამდე ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა სანტ-მორიცის ცენტრში გაიმართება, დაჯილდოების ცერემონიალი კი კალმ პარკის ტერიტორიაზე ჩატარდება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა