მსოფლიო ამბები

13 Sep '16

ტრავმირებული სამთო-მოთხილამურეები

სამთო მოთხილამურეები მსოფლიოს სხვადასხვა სამთო კურორტებზე ვარჯიშობენ. ახლა მოთხილამურეებისთვის ისეთი პერიოდია, როდესაც თხილამურებით აქტიურად ემზადებიან, მაგრამ ზოგ სპორტსმენს მნიშვნელოვანი ვარჯიშების გაცდენა მოუწია, ზოგსაც, სამწუხაროდ, მომავალი სეზონი გაუცდება.

8 აგვისტოს უშუაიაში (ჩილე) იტალიელმა ელენა კურტონიმ ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო. ელენა იტალიაში დაბრუნდა, მან კიდევ ერთი გამოკვლევა უნდა გაიკეთოს და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენ ხანში დაუბრუნდება თხილამურებს.

ავსტრიის ქალთა ნაკრები ჩილეში, სანტ მორიცში გამარჯვებულ მირიამ პუხნერის გარეშე გაემგზავრა. სწრაფი სახეობების სპეციალისტი ფეხის ტრავმას მკურნალობს. მირიამი თხილამურებით ოქტომბერში ისრიალებს.

შვეიცარიელმა მაურო კავიცელიმ 27 აგვისტოს ცერმატში სუპერგიგანტის ვარჯიშის დროს მარცხენა ხელი დაიზიანა. მაუროს ოპერაცია დასჭირდა და ამიტომ თხილამურებით რამდენიმე კვირას ვერ ივარჯიშებს, თოვლს კი სეზონის დაწყებამდე დაუბრუნდება.

ავსტრიელი მიხაელა კირგასერი 22 აგვისტოს კორდინაციის ვარჯიშის დროს დაეცა. მას თითქოს სერიოზული არაფერი სჭირდა, მაგრამ სრიალის დროს ფეხი ძალიან სტკიოდა და ექიმებმა სრიალისგან თავის შეკავება ურჩიეს. მიხაელამ 2016 წლის მსოფლიო თასის სამთო კომბინაციის საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მას 3 კვირა მოუწევს დასვენება.

ფრანგმა ტომას მერმილოდ-ბლონდინმა 22 აგვისტოს თეძოს კუნთი დაიჭიმა და კერო კასტორში (არგენტინა) ნაკრებთან ერთად ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ტომასი თხილამურებით ვარჯიშს მალე დაიწყებს.

22 აგვისტოს ავსტრიელმა ელიზაბეტ რაისინგერმა სას-ფეში გიგანტური სლალომის ვარჯიშის დროს მუხლის მყესებისა და მენისკის ტრავმა მიიღო. ელიზაბეტი 2016/17 წლის სეზონს გამოტოვებს.

ვუსურვებთ მათ სრაფად და სრულად გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ თოვლზე მალე ვიხილავთ.

მოამზადა სოფო ახმეტელმა