მსოფლიო ამბები

6 Sep '16

სამთო-მოთხილამურეები ულამაზეს ადგილებში ვარჯიშობენ

სამთო-მოთხილამურეები ზამთრის სეზონისთვის მზადებას კვლავ აქტიურად განაგრძობენ. ამჟამად წამყვანი ქვეყნების ნაკრები გუნდები სამხრეთ ამერიკაში, ახალ ზელანდიასა და ევროპაში იმყოფებიან. თხილამურების მორგების, ფიზიკური ვარჯიშებისა და მცირე არდადეგების შემდეგ მოთხილამურეები დროის უმეტეს ნაწილს თხილამურებით სრიალს ანდომებენ ზაფხულის დასასრულს.

სამთო-მოთხილამურეები მსოფლიოს ულამაზეს სამთო კურორტებზე სრიალებენ და სოციალურ ქსელში ლამაზ ფოტოებს აქვეყნებენ.

ავსტრიელები: ლიზი გორგლი და ანა ვაითი ცენტრალურ ევროპაში ვარჯიშობენ, მათი გუნდელები კი ახალი ზელანდიის მშვენიერ ტრასებზე სრიალებენ. ავსტრიის ვაჟთა ტექნიკური ნაკრებიც ახალ ზელანდიაში იმყოფება, (მანუელ ფელერმა ავსტრალია - ახალი ზელანდიის თასის ეტაპი მოიგო.) ხოლო სწრაფი სახეობების ნაკრებმა სავარჯიშოდ ჩილე, კურორტი პორტილო აირჩიეს.

კანადის ქალთა ნაკრები არგენტინაში - უშუაიაში ვარჯიშობს. მენი ოსბორნ-პარადიმ კი სავარჯიშოდ შვეიცარიის ულამაზესი კურორტი - ცერმატი არჩია.

საფრანგეთის ვაჟთა ნაკრები სამხრეთ ამერიკაში იმყოფება. ტექნიკური გუნდი უშუაიაში (არგენტინა) და სწრაფი სახეობების ნაკრები ლა პარვაში (ჩილე) ვარჯიშობს. საფრანგეთის ქალთა ნაკრები ევროპაში დარჩა. ფრანგი გოგონები სას-ფეში (შვეიცარია) გადიან მომზადებას.

გერმანელი ფელიქს ნოიროიტერიც უშუაიაშია, ხოლო ვიკი რებენსბურგი კორალკოში (ჩილე).

იტალიის ნაკრებმა ცერმატსა და სას-ფეში დაიწყო ვარჯიში, ახლა კი იტალიელებიც უშუაიაში იმყოფებიან.

ნორვეგიის ვაჟთა ტექნიკური ნაკრები ახალ ზელანდიაში ვარჯიშობს, ხოლო ტექნიკური ნაკრები ლა პარვაში (ჩილე) გაემგზავრა.

შვეიცარიის ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები სახლში ვარჯიშობდნენ, ახლა კი უშუაიაში იმყოფებიან.

ამერიკის სწრაფი მოთხილამურეები ლა პარვაში (ჩილე) და ტექნიკურები ახალ ზელანდიაში იმყოფებიან.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.