მსოფლიო ამბები

3 Aug '16

ტრავმირებული სამთო-მოთხილამურეები თხილამურებს უბრუნდებიან

გასულ სეზონზე მრავალმა ცნობილმა სამთო-მოთხილამურემ მიიღო ტრავმა. ზაფხულის ამ პერიოდში სამთო-მოთხილამურეების უმრავლესობა მომავალი სეზონისთვის ფიზიკურად ემზადება, ხოლო ტრავმირებული მოთხილამურეები გრძელი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ თხილამურებს ევროპის სხვადასხვა მყინვარზე უბრუნდებიან.

2 დიდი მსოფლიო თასის მფლობელმა ანა ფენინგერმა (რომელიც დაქორწინდა და მისი ახალი გვარია ვაითი) ოქტომბრის ბოლოს ზოლდენში მუხლი დაიზიანა და იმის შემდეგ ახლა, რამდენიმე კვირის წინ მოლტალის მყინვარზე თხილამურებით ისრიალა.

იტალიელმა მატეო მარსალიამ ტრავმა იონგსიონში მიიღო თებერვალში. მატეომ თხილამურებით სრიალი საფრანგეთის სამთო კურორტზე ლე დუ ალპში სცადა.

ოლიმპიური ჩემპიონი მატიას მაიერიც, რომელიც ვალ გარდენაში დაეცა, ავსტრიის ნაკრებთან ერთად მოლტალის მყინვარზე იმყოფებოდა.

ახალგარზრდა იტალიელმა ფედერიკა სოსიომ მუხლი  სანტა კატერინაში დაიზიანა, მან სავარჯიშოდ პასო სტელვიო აირჩია.

კანადელმა დასტინ კუკმა მუხლი ზოლდენის შეჯიბრებამდე იტკინა ოქტომბერში,  9 თვის შემდეგ დასტინმა ლე დუ ალპში ისრიალა.

იოჰიმ პუხნერი თხილამურებს ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა. მისმა გუნდელმა გეორგ შტრაიტბერგერმა ტრავმა იანვარში  კიცბუელში მიიღო და ახლა გახარებულია, რადგან თხილამურებით ისევ სრიალებს შვეიცარიის კურორტ ცერმატში.

ტიტულოვანი აკსელ ლუნდ სვინდალიც კიცბუელში დაეცა, თხილამურებზე სრიალს აკსელი სექტემბერში გეგმავს.

ტედ ლიგეტი ჯერ არაა მზად თხილამურებით სრიალისთვის, მან  იანვარში გარმიშ-პარტენკირხენში მიიღო ტრავმა.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.