მსოფლიო ამბები

23 Jul '16

სამთო-მოთხილამურეები ევროპის სხვადასხვა მყინვარზე ვარჯიშობენ

სამთო-მოთხილამურეები ზაფხულის პერიოდში ევროპის სხვადასხვა მყინვარზე ვარჯიშობენ. სპორტსმენები დატვირთული ზამთრის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კვირა ისვენებენ და მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ.  ალპებში რამდენიმე ცნობილი სამთო კურორტია, სადაც სამთო-მოთხილამურეები ყოველწლიურად ვარჯიშობენ.

საფრანგეთის სამთო, საზაფხულო კურორტი (მყინვარი) ლეს დუ ალპი ქალაქ გრენობლთანაა ახლოს. წელს ლეს დუ ალპი ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნა. ეს კურორტი ზღვის დონიდან 3600 მ.-ზეა.

იტალიაში ძალიან პოპულარულია ქალაქ ბორმიოსთან მდებარე მყინვარი პასო სტელვიო, რომელიც ზღვის დონიდან 3450 მ.ზე მდებარეობს. პასო სტელვიო მაისის ბოლოს იხსნება ხოლმე.

შვეიცარიის კურორტ ცერმატში თხილამურებით სრიალი წელიწადში 365 დღეა შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნის სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები გუნდების უმრავლესობა სავარჯიშოდ სწორედ ცერმატს ამჯობინებს. ასევე ავსტრიის კურორტ ჰინტერტუქსშიც მთელი წლის განმავლობაში სრიალებენ.

მოამზადა სოფიო ახმეტელმა.