მექსიკაში სათხილამურო კონგრესი ჩატარდა
8-13 ივნისს მექსიკის ქალაქ კენკუნში 50-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც მონაწილეობდა. ყრილობაზე გადაუჭრელ პრობლემებთან დაკავშირებით სამთო კომიტეტებს შორის დისკუსია და მსჯელობა გაიმართა. საბოლოოდ საერთო შეთანხმებას მიაღწიეს.
გადაწყდა შემდეგი საკითხები:
- 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში იტალიაში, კორტინა დამპეცოში გაიმართება;
2016/2017 წლის მსოფლიო თასის კალენდარი:
- 1 იანვარს ,,სითი ივენთი“ არ გაიმართება.
- ფინალური ეტაპები ასპენში (ამერიკა) ჩატარდება.
- კიცბუელში ვაჟთა სწრაფდაშვება გაუქმდება.
- ვაჟთა შეჯიბრებები შობიდან ახალ წლამდე სანტა კატერინაში (იტალია) ჩატარდება.
- ფინალურ ეტაპებამდე ასპენში, ვაჟთა ,,სითი ივენთი“ აღარ ჩატარდება.
- ქალთა შეჯიბრებები, ქალთა მსოფლიო ტურისთვის ახალ კურორტებზე: კილინგტონში (ამერიკა), კრონპლაცში (იტალია), იონგსიონში (კორეა) - ოლიმპიურ ტრასებსა და სქუავ ველიში (ამერიკა) გაიმართება.
ავსტრიის ფედერაციის წინადადებას სწრაფდაშვების სასტარტო ნომრების არჩევასთან დაკავშირებით დანარჩენი ქვეყნის ფედერაციებიც დაეთანმხმნენ.
- სწრაფდაშვების საუკეთესო 10 სპორტსმენი 1-დან 19-მდე კენტ ციფრიან ნომრებს აირჩევს.
- სპორტსმენები (რეიტინგის მიხედვით) მე-11-დან მე-20-ს ჩათვლით, 2-დან 20 ნომრამდე ლუწ ციფრიან სასტარტო ნომრებს აირჩევენ, ხოლო სპორტმენები 21-ედან 30-მდე ნომრებს 21-დან 30-მდე აირჩევენ.
ვაჟთა გიგანტური სლალომის თხილამურების ზომები 2017/18 წლიდან შეიცვლება და დაშვებული იქნება:
- მინიმუმი სიგრძე 193 სმ. (-5 სმ. Fis-ის სეჯიბრებებზე იქნება დაშვებული.)
- მინიმუმი რადიუსი: 30 მ.
- სამაგრის ქვეშ მაქსიმუმი სიგანე: <65 მმ.
- სამაგრის ზევით მაქსიმუმი სიგანე: < 103 მმ.
მოამზადა სოფო ახმეტელმა.