მსოფლიო ამბები

21 დეკ '15

ვალ გარდენა აკსელ ლუნდ სვინდალმა დაიპყრო

18-19 დეკემბერს იტალიის კურორტ ვალ გარდენაში ვაჟთა მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები: სუპერგიგანტი და სწრფადაშვება გაიმართა.

სუპერგიგანტში ახალგაზრდა ნორვეგიელი - ალექსანდრე ამოდტ კილდე ლიდერობდა. ვიდრე 21-ე სასტარტო ნომრით აკსელ ლუნდ სვინდალი წამოვიდოდა. საბოლოოდ აკსელმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზეც ნორვეგიელი კეტილ იანსრუდი გავიდა, კილდემ კი მესამე ადგილი შეინარჩუნა. სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში დიდი ხანია ასეთი შემთხვევა აღარ ყოფილა, რომ პოდიუმზე სამივე ნორვეგიელი მდგარიყო.

სწრაფდაშვებაშიც ყველაზე სწრაფი აკსელ ლუნდ სვინდალი აღმოჩნდა, მან ფრანგი ჯულერმო ფეიდი 0.43 წმ.-ით დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ კეტილ იანსრუდს - 0.46 წმ. მოუგო.

ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი მატიას მაიერი ძალიან ცუდად დაეცა, იგი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადააფრინეს. სამწუხაროდ, მან ხერხემლის ტრავმა მიიღო. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მას.

სოფიო ახმეტელი.